იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში შვილის, მერიკო კაკულიას ფოტოს აზიარებს შემდეგი წარწერით:
„კიდევ ცოტაც, დარჩით სახლში, ბავშვებო!“
რამდენიმე კვირის წინ მინისტრმა განაცხადა, რომ სამ კვირაზე მეტია, რაც ბავშვი სახლშია, ხოლო ის და მისი მეუღლე სამსახურში მაინც დადიან.
„ჩემი მცირეწლოვანი შვილი ბოლო 3 კვირაა სახლშია და ჩვენ ვიცავთ მთავრობის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას.
მნიშვნელოვანია ვუსმინოთ ერთმანეთს, დავუჯეროთ ექიმებს, რაც შეეხება კანონებს, აქ ექიმები გვისმენენ ჩვენ. ის ერთობლივი თათბირები, რომლებიც პრემიერ მინისტრის ინიციატივით ტარდება მნიშვნელოვანია. ვიღებთ დავალებებს, შემდეგ იშლება საჯარო სტრუქტურებში, სრულდება და ეტაპობრივ მიზნებსაც ვაღწევთ“ – განაცხადა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში.
კომენტარები