ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ აი, შემთხვევების კლება გვაქვს და ვირუსს უკვე მოვერიეთ. კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ-ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“ჩვენ ახლა მეშვიდე კვირის ბოლოს ვართ. შედარებით ნაკლები დაზიანებით შევედით ე.წ. კრიზისულ პერიოდში, მაგრამ რადგან ეს ინფექცია ნაკლებად ცნობილია, არ ვიცით მეორე, მესამე ტალღა როგორ შეიძლება განვითარდეს, ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ აი, შემთხვევების კლება გვაქვს და ვირუსს უკვე მოვერიეთ. კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ-ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც. ჩვენ თანდათან უნდა მივეჩვიოთ ამ პრობლემასთან ერთად თანაცხოვრებას და ქვეყანაც მოემზადოს” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
