სომხეთის ყოფილმა მინისტრმა გრან ბაგრატიანმა, საავტორო გადაცემა PRESSING-ში განაცხადა, რომ ის ოცნებობს, გიორგი გახარია მათთან ჩავიდეს და სომხეთის მთავრობას აჩვენოს, როგორ უნდა კორონავირუსთან ბრძოლა.
„დღეს მე ვოცნებობ, რომ გიორგი გახარია ჩამოვიდეს ორი კვირით სომხეთში და დაიკავოს მთავრობის მეთაურის პოსტი და გვაჩვენოს, როგორ უნდა ვებრძოლოთ ეპიდემიას.
ჩვენ ფორმალურად შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს არ ესმის რას ამბობს, აცხადებს, რომ ნიღაბი არაფერს წყვეტს.
ისინი არ არიან მზად გამკაცრებული რეჟიმისთვის, მათ უნდათ სიამოვნებით გადალახონ კორონავირუსი.
ჩინეთში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა არაა გარდაცვალება, ნიღბის მოხსნაზე ჯარიმაა.
სომხეთში ერთი მაღაზიაც კი არ დაუჯარიმებიათ”, – განაცხადა გრანტ ბაგრატიანმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით სომხეთში ახალი კორონავირუსის 3 029 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 43 ადამიანი.