თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს მიმართავს.
“როცა პარტიაში შედიხარ, ჯობია წინასწარ გაარკვიო და შეთანხმდე ლიდერებთან ღირებულებით წითელ ხაზებზე – რომ მერე ტელეფონს თამამად უპასუხო, როცა კომენტარზე რეკავენ.
მამუკა ხაზარაძის დამოკიდებულება როგორც ეკლესიის, ისე უმცირესობების მიმართ არის ნათელი იმთავიდან.
ისიც ვიცი, რომ იმავე პარტიაში განსხვავებული ღირებულებების ხალხიცაა.
ვფიქრობ საკითხი, რასაც მამუკა ხაზარაძე შეეხო იმდენად ფუნდამენტურია, რომ პარტიის სხვა წევრები ერთმანეთს უნდა ასწრებდნენ საკუთარი აზრის გამოთქმას.
წინასწარ გვინდა ვიცოდეთ, დაეხმარება თუ არა ლელო უმცირესობებს კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფაში – მაგალითად, გამოხატვის უფლებით თანაბრად სარგებლობაში.
დარეკვაც არ უნდა გვჭირდებოდეს.
(აქვე აღვნიშნავ, რომ მამუკა ხაზარაძე სამწუხაროდ წესია და არა გამონაკლისი – გამონაკლისი ევროპული საქართველო, გირჩი და რესპუბლიკელების ბოლო შემადგენლობაა. ასე რომ სააკაშვილის მომხრეები სანამ ხაზარაძეს გააკრიტიკებთ, სააკაშვილის განცხადებებსაც გადახედეთ და მასზეც გვითხარით ორი სიტყვა – თქვენივე დამაჯერებლობისთვის)”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ლგბტ თემის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი “კარგად არის განსაზღვრული და გადახედვა არ სჭირდება”.