გერმანიაში, ქალაქ აუგსბურგის რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი – 17 და 18 წლის მოზარდებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
თვითმხილველებისა და რეპორტიორების ცნობით, აფეთქების ეპიცენტრი სადგურის პირდაპირ იყო. Bild-ი წერს, რომ უცნობი საგანი სადგურისკენ მიმავალ გასასვლელში მდებარე თურქული საიუველირო მაღაზიის წინ აფეთქდა. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ღამის 3:15 საათზე, შენობის გასასვლელში მოხდა.
დილიდან სადგურზე პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს. მატარებლების მოძრაობა კიდევ ერთი საეჭვო საგნის აღმოჩენის გამო შეჩერდა.
ზოგიერთი ცნობით, აფეთქებული საგანი შესაძლოა ხელყუმბარა ყოფილიყო, თუმცა პოლიცია ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
კომენტარები
