ახლადშექმნილი პარტიის, “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” წევრი ბექა ნაცვლიშვილი პარტიის გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც დეპუტატმა “დღის კურიერის” ეთერში აღნიშნა, მის პარტიას საერთო ვერ ექნება მათთან, ვისაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” რაიმე ტიპის შეთანხმება აქვთ მიღწეული.
“ეს გზა კი არ აგვირჩევია, ეს არის ჩვენი პრინციპი, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათთან გვაქვს ღირებულებებით განსხვავება. ვინც “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაჯდება სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს მაჟორიტარებზე შეთანხმება თუ სხვა რამე, მათთან ჩვენ საერთო არ გვაქვს. ვართ წინააღმდეგი “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პარტიის და ვართ წინააღმდეგი “ქართული ოცნების”. ყველა პარტია, ვინც მოლაპარაკების მაგიდასთან ზის, რა თქმა უნდა ჩვენთვის არის მიუღებელი. თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან” რამე აერთიანებთ, მაშინ ჩვენთან მათ საერთო არაფერი ექნებათ,”- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.