„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიიდან წასულ ემზარ კვიციანს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში წერს:
„ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება.
სულ ვიტყვი: შენ და შენი ოჯახი უნარჩუნებდით კოდორს საქართველოს. ბევრი ტკივილი გაიარე, საქართველოს გამო.
არც ახლაა მსუბუქი დრო, ახლაც ბრძოლაა წინ და ტანჯვაც არ იქნება ნაკლები. ღმერთმა გამარჯვება მოგცეს შენ! ღმერთმა გამარჯვება მისცეს ჩვენს ქვეყანას. ქრისტე არს ჩვენს შორის!“, – წერს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ემზარ კვიციანმა პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.
კომენტარები