იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Romatoday ავრცელებს.
რომის სიახლოვეს საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
35 წლის კაცი პოლიციამ მაგლიანას დასახლებაში ერთ-ერთი სახლის ძარცვის დროს აიყვანა.
დაკავებისას მან გაქცევა სცადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული ბინების გაქურდვის გამო ადრეც იძებნებოდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები