გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა – განცხადება ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
გვარამიამ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
“აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერორტრიიდან, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ხოლო უშალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე”- ამბობს ნიკა გვარამია
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მოუწოდებს შესაძლებლობების ფარგლებში გასაჯაროვდეს მქასიმალურად მეტი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას განცხადებით, ზიანი, რომელიც შესაძლოა “მთავარი არხის” რომელიმე თანამშრომელს მიადგდეს, პასუხისმგებელი საქატრთველოს ხელისუფლება იქნება.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თვალთავალის შესახებ “მთავარი არხისთვის” რამდენიმე კვირაა ცნობილია. კონკრეტულად ეს ფაქტი კი გიორგი გაბუნიას საქმიანობას და მის ეთერს უკავშირდება:
ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვალსთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ რუსთავში ორში, პროგრამა პოსტკრიპტუმში, პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი” ამბობს ნიკა გვარამია
მრავარი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თბილისში სპეციალური დავალებით ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებდა. კერძოდ, რამდენიმე პირიუ გიორგი გაბუნიას გადაადგილებას აკვირდებოდა, ამის შემდეგ კი საქმეში უკვე დაქირავებული მკვლელი უნდა ჩართულიყო.