ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი გახდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, ყველამ ვიცით, რომ არის სპეკულაციური პროექტი. ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუას, უგულავასი, სხვების და ზოგადად იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებული ნაცმოძრაობის კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან, აქედან გამომდინარე, მისგან ბუნებრივია, არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების ინიცირება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები