პოლიციამ კომპანია „ზეგ“-ის პროგრამირების მენეჯერის, ნიკოლოზ გეჯაძის მობილური ამოიღო, სადაც გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებამდე მიმოწერაა დაფიქსირებული. მიმოწერა მედიასთან თავად გეჯაძემ გაასაჯაროვა.
მიმოწერიდან ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას გეგმავდა და მენეჯერთან ფორმალურ დეტალებს არკვევდა. ნიკოლოზ გეჯაძე აცხადებს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.
მისივე თქმით, სატელეფონო მიმოწერაში საუბარია, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლა უნდოდა, თუმცა კომპანიის დირექტორთან, თამარ კობერიძესთან შეხვედრა არ შეეძლო. გეჯაძემ კი მას მისწერა, რომ ამისთვის საბუთზე ხელის მოწერა მოუწევდა.
კომპანიაში, სადაც გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ წუთებში კი კომპანიიდან კომპიუტერების ამოღება მიმდინარეობს.
კომპანია „ზეგ“-ის ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ. ისინი შენობაში ისე შევიდნენ, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შპს „ზეგ“-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის პოვნამდე განცხადება გაავრცელა.