ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს მის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში, შალვა ნათელაშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს:
ეს არის პოლიტიკოსის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმა და შეურაცხყოფა. დღეს ვნახე. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, გააშუქონ შალვა ნათელაშვილის ეს საქციელი. ვისაც არ სჯერა, რომ წერილი და შალვას გვერდი ნამდვილია – პირადად განახებთ.
(ლეიბორისტების ლიდერის მიერ ნახსენები ცნობილი პოლიტიკოსის გვარს, მისივე თხოვნით ვშლი – არ მინდა ჩემმა შვილმა ნახოსო)” – წერს: ჩაჩიბაია.
კომენტარები