„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს;
“დღევანდელ ნაცოპოზიციაში შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე აქტიურობენ:
ზურაბ ადეიშვილის დროინდელი ოთხი პროკურორი:
გვარამია, ზოდელავა, საყვარელიძე, ღვინიაშვილი;
ზურაბ ადეიშვილის ორი მოადგილე:
გიორგი ვაშაძე და ოთარ კახიძე;
ადეიშვილის ორგზის მოადგილე (იუსტიცია, უშიშროება):
გიგი უგულავა;
მიშა სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივანი:
გიგა ბოკერია;
მიშა სააკაშვილის სამგზის ძალოვანი მინისტრი:
ირაკლი ოქრუაშვილი;
მიშა სააკაშვილი ხერხემალი ძალოვანი:
ვანო მერაბიშვილი;
მიშა სააკაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი:
გიორგი ბარამიძე;
მიშა სააკაშვილის სასჯელაღსრულების მინისტრი:
დიმიტრი შაშკინი;
მიშა სააკაშვილის პოლიციის აკადემიიის შეფი:
ხატია დეკანოიძე;
ამ, ეგრედ წოდებულმა ხალხმა, მათივე ვიცე-ბელადის, ვანო მერაბიშვილის ცოლის დავალებით მოკლული გირგვლიანის საქმე ისე გააყალბა, რომ სტრასბურგი განაცვიფრა და მისი ვერდიქტის მიუხედავად, სიმართლის დადგენას ხელისუფლების შეცვლა დასჭირდა;
ამ, ეგრედწოდებულმა ხალხმა (ხუთმა პროკურორმა), წლობით ათრია ბუტას საქმე სეიფიდან სეიფში და ამ საქმეზე სიმართლის დადგენასაც ხელისუფლების შეცვლა დასჭირდა;
ამ, ეგრედწოდებულმა ხალხმა, ჩაცხრილა ვაზაგაშვილი და ისე გააყალბა საქმე, რომ სტრასბურგის გამაოგნებელი ვერდიქტი დაიმსახურა;
ამ ხალხმა უსაფუძვლოდ დაიჭირა, აწამა და გააუბედურა ათეულობით ათასი ადამიანი.
ამ, ეგრედწოდებულ ხალხს, ქართველები მართლა მეხსიერებადაკარგული ერი ვგონივართ, – იქნებ, არცთუ უსაფუძვლოდ?
ოქტომბერში გავცეთ ამ კითხვას პასუხი!” – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.