საპარლამენტო უმრალესობის წევრი მანანა კობახიძე სოციალური ქსელის მეშვეობით „რუსთავი 2″-ზე საუბრობს და აქვე ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.
„კოკა, ჩემო კარგო ადამიანო, მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, ყველა სიტყვაში გეთანხმები, მაგრამ დროს ნუ დავხარჯავთ ამაზე, კიდევ ბევრი საქმე გვაქვს, კარგი და სასარგებლო საქმე, „რუსთავი 2″-ის მავნებლობისგან განსხვავებით!
ისე, ამ საარჩევნო ორომტრიალში, 24/7 სამუშაო რეჟიმში, იმდენ რამეზე გვიწევს ფიქრი, დღის ბოლოს ისე დაღლილი ხარ ადამიანი, სულ არ მიკვირს, ჭკუა რომ აღარ მომეკითხებოდეს.
რა თქვა განა ოთარმა ასეთი, რომ ჩაწერეს, რომ გაავრცელეს, რომ იქილიკეს, რა ჰგონიათ, ამით რამე დაგაკლეს ან შენ, ან ოცნებას?! გაიღიმე”, – მიმართავს მანანა კობახიძე კოკა ყანდიაშვილს.
აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა კოკა ყანდიაშვილი:
„ქალბატონო მანანა – სისასტიკის გამპრავებლები რომ სიტყვის თავისუფლების მანტიას ისხამენ, მანდ არც პასუხზე დავზარდები და არც ჩაკირკიტებაზე. ველოდები, როდის გამოაქვეყნებენ დანარჩენი პარტიების ჩანაწერებს. ან იმის აღიარებას, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების” მიყურადებით სულგმულობენ”, – წერს ყანდიაშვილი.