საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელი მანანა თოქმაჯიშვილი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელზეც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაა ასახული.
„ყველაფერი ისედაც კარგად მახსოვს, მაგრამ მაინც ძალიან იმოქმედა ამ კადრებმა… ამის დავიწყება არ შეიძლება, არ შეიძლება დაივიწყო, რას უშვრება ძალადობასა და სიძულვილზე დამყარებული სისტემა ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ სურს იყოს სისტემის ნაწილი“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარები