UFC-ის ქართველ მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც 30 აგვისტოს UFC -ს ოქტაგონზე ალექს კასერესთან ბრძოლას გამოტოვებს.
„დღეს დავბრუნდი ლას ვეგასიდან კალიფორნიაში და ვიმყოფები იზოლაციაში. ძალიან გული მწყდება, რომ ის ბრძოლა რომელსაც ძალიან დიდხანს ველოდებოდი, არ შედგება. მაგრამ მჯერა, რომ ღმერთს სხვა, უკეთესი გეგმები აქვს ჩემთვის. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“,- თქვა ჭიკაძემ.
კომენტარები