კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით 1-ლი სექტემბრიდან უნგრეთი ქვეყანაში უცხოელების შესვლას დროებით შეზღუდავს, ხოლო უნგრეთის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, კარანტინის გავლა მოუწევთ.
გამონაკლისი ცალკე კატეგორიის უცხოელი მოქალაქეებისთვის გაკეთდება, როგორებიც არიან დიპლომატიური და ჰუმანიტარული სამსახურების წარმომადგენლები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უნგრეთში კორონავირუსის 5 511 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 614 ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარები