გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ჩეხეთის პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა.
„კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლაში ჯანმომ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული როლის შესრულება. ჯანმო გაუბედავად მოქმედებდა. ჯანმოს მიერ შემოთავაზებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯანმომ ვერ შეძლო საჭირო რეკომენდაციების გაცემა“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ანდრეი ბაბიშმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი გაეროსა და ჯანმოს რეფორმირებას მხარს უჭერს.
„პანდემიამ ცხადყო, რომ მეცნიერებაში ინვესტიციების ჩადება ძალიან მნიშვნელოვანია“, – დასძინა მან
კომენტარები