სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა თელავში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ძმათა სასაფლაოზე გმირები გაიხსენეს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს გმირები, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
კომენტარები