სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანას არ განიხილავს.
ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენს დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის ჩარევის შესაძლებლობა არ განუხილავთ.
კომენტარები