რაჭაში ჩასულ ორ პიროვნებას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ამბროლაურის ხმა“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მიმდინარეობს კონტაქტების მოძება.
ინფიცირების წყარო თბილისსა და ქუთაისს ეკუთვნის.
„ამბროლაურის ხმა“ ესაუბრა ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგ ნატო დვალს. მისი თქმით, ჯერჯერობით ადგილობრივების დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
„დაფიქსირდა ორი ინფიცირებულის შემოსვლა რაჭაში, ერთი არის ქუთაისიდან და მეორე კი თბილისიდან. ჯერჯერობით ვირუსი ადგილობრივებს არ უდასტურდებათ. დადგენილია კონტაქტები რაჭაში, ერთი ინფიცირებული იმყოფებოდა სოფელ ზედა შავრაში, მეორე კი – წკადისში.
პაციენტები გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში, ხოლო 12 დღის შემდეგ ჩაუტარდებათ ტესტირება,“- ამბობს ნატო დვალი.