ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია – 7 564
გამოჯანმრთელებულია – 3 992
მათ შორის გარდაცვლილია – 48;
კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 392;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 100;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 34 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 26 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.