უკრაინაში 15 წლის შემდეგ პენსიების გაცემა შეჩერდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლვოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ლექციაზე განაცხადა. მიზეზად დენის შმიგალი დემოგრაფიულ ცვლილებებს ასახელებს, რის გამოც ბიუჯეტში პენსიებისა და სოციალური შემწეობების გასაცემად თანხა აღარ დარჩება.
„იმისათვის, რომ პენსიონერებს პენსია გადავუხადოთ, გადასახადების ორჯერ გაზრდა მოგვიწევს, რაც შეუძლებელია. კომპანიები გადასახადების გაზრდას ახლაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ამიტომ, 15 წლის შემდეგ პენსიონერებისთვის ფული აღარ დაგვრჩება. ეს უბრალო მათემატიკაა. სახელმწიფომ შეიძლება პენსიონერებს მხოლოდ უმნიშვნელო სოციალური დახმარება გაუწიოს. ამიტომ, მათ თავად მოუწევთ სიბერის წლებზე ზრუნვა,“- აღნიშნა შმიგალმა.
კომენტარები