ირმა ინაშვილმა პროკურატურაში ხელმოწერები შეიტანა. მოქალაქეები 2016 წლის 10 ივნისის დადგენილების ამოქმედებას მოითხოვენ.
“300-ზე მეტმა მოქალაქემ ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც დამნაშავეების დასჯას და პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილების ამოქმედებას ეხება! ამ დადგენილებით დადასტურებულია ადამიანთა წამებაში, პატიმართა გაუპატიურებაში, ფარულ გადაღებებში სააკაშვილ-ბოკერიების და მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირების მონაწილეობა. განცახდება უკვე მერამდენედ შევიდა პროკურატურაში!” – წერს ირმა ინაშვილი.
კომენტარები