საქართველო-ბელარუსის მატჩამდე ზურაბ ხიზანიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„რამდენადაც ცოტა დრო რჩება, იმდენად იმატებს მღელვარება უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ. ეს პირადად ჩემთვის და ჩვენი თაობის ყველა ფეხბურთელისთვის გამორჩეული თამაშია. ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენც, ნაკრების ყოფილ წევრებს, მწვრთნელებს თუ გულშემატკივრებს, ეს გამარჯვება ყველას გვჭირდება და მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მუხტი ყველა მოთამაშემდე მაქსიმალურად მივიტანოთ. წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს და საქართველოს!“, – წერია ზურაბ ხიზანიშვილის მიმართვაში.
კომენტარები