„რემდესივირი“ არის ერთ-ერთი მედიკამენტი სოლიდარობის კვლევის ფარგლებში. საქართველო ამ კვლევას რამდენიმე თვეა შეურთდა და ამ „რემდევისირთან“ დაკავშირებით გვაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც მოგვაწვდის მას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა.
მისივე თქმით, „რემდესივირი“ ინიშნება მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებში.
„ამ შემთხვევაში მას არ ექნება ფართო გამოყენება. მის გარდა სოლიდარობის კვლევაში სხვა მედიკამენტებიც მონაწილეობს. მათი გამოყენაც მოხდება ჩვენებების მიხედვით“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომენტარები