მალის ხელისუფლებამ დაადასტურდა, რომ გაათავისუფლეს 75 წლის ფრანგი ქალი, რომელიც ჯიჰადიტების ტყვეობაში თითქმის 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
სოფი პეტრონინის გათავისუფლებას მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ის მსოფლიოში ბოლო ფრანგი მძევალი იყო, რომელიც ამჟამად ჰყავდათ გატაცებული. მაკრონმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი მალის მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სოფი პეტრონინი ბავშვთა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციაში მუშაობდა. ის 2016 წლის 24 დეკემბერს გაიტაცეს.
კომენტარები