მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ არსებობს გამოწვევები, რომელიც თქვენს წინაშე დგას და რომელთა დაძლევა გახლავთ ჩვენი გუნდის პრიორიტეტი., – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.
„მსიამოვნებს, როდესაც დავდივართ რეგიონებში და ვხედავთ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, თანადაფინანსებით ბევრ პროგრამას სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება.
მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ არსებობს გამოწვევები, რომელიც თქვენს წინაშე დგას და რომელთა დაძლევა გახლავთ ჩვენი გუნდის პრიორიტეტი. ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის როლი და ჩართულობა მნიშვნელოვანია, მჯერა, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას და გადავლახავთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ონის მუნიციპალიტეტს აწუხებს და ის, პრობლემები რაც ქვეყანაშია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.