აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყველა ოკუპირებულ ისტორიულ მიწას დაიბრუნებს.
„სომხეთმა მშვიდობის ისტორიული შანსი უნდა გამოიყენოს და ძირითადი პრინციპები აღიაროს“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.
ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებებმა სომხეთი აიძულა, მშვიდობის ხვეწნა დაეწყო.
„ყარაბაღი აზერბაიჯანია და ერევანში ეს უნდა იცოდნენ. ჩვენს მიწებს მშვიდობით ან ომით დავიბრუნებთ. ეს სომხეთის ბოლო შანსია. სტატუს-კვო შევცვალეთ და თავდაცვის ხაზი გავანადგურეთ, რომელიც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 30 წლის განმავლობაში შექმნეს“, – დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
კომენტარები