თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს მერიის პრესამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირი კულტურისა და სპორტის განყოფილებაში მუშაობს.
როგორც მერიის პრესსამსახურში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, მათ PCR ტესტირება ჩაუტარდათ,ტესტის პასუხი კი COVID ნეგატიურია.
მერიაში აცხადებენ, რომ ინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კლინიკაში მკურნალობს.
კომენტარები

