დავით ხიდაშელს ხროვა დაესხა თავს და აგენტად მონათლეს, – ამის შესახებ ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
“გენერალ ამირან სალუქვაძეზე უკეთ მე ვერ აგიხსნით, თუმცა, ერთს გეტყვით , პოლიტიკოსებიან -ჟურნალისტებიანად ტვინი დააყოლეთ სათქმელს! პინაზე სამშობლოს ღალატია!.. ყველა თქვენ სიტყვას გაგახსენებთ მომავალი თაობები, მშვიდი ძილი არ გეღირსებათ, თანამოქალაქეთა ზიზღი დაგეწევათ ყველა მოსახვევში, ყველაფერი იმისთვის, რასაც მოღალატე ნაცხ-რეჟიმის გასამართლებლად და ოცნების გასამტყუნებლად თუ ჯინაზე კადრულობთ, ამ დროს კი სამშობლოს ღალატობთ!!!
დავით გარეჯი და საქართველოს საზღვრები ზე-პარტიული საკითხებია და აქ მთელი ქვეყანა ერთ ჭკუაზე უნდა უნდა იყოს, ყოველი შემთხვევისთვის , მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლო განცხადებებს არ უნდა აკეთებდეთ!
დავით ხიდაშელი ჩემთვის გმირია!.. ისტორიაც დაუფასებს!..
Amiran Salukvadze
დავით ხიდაშელს ხროვა დაესხა თავს და აგენტად მონათლეს.
ხიდაშელმა, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით 2 წელში მოიძია საქართველოს მთელი საზღვრების, მათ შორის აზერბაიჯან-საქართველოს მონაკვეთის რუკები, გააკეთა 12-12 ეგზემოლარი, რათა აღარ დავკარგოთ უტვინოებმა, განზრახ თუ უნებლიეთ, და იმის ნაცვლად, რომ ძეგლს თუ არ დავუდგამთ, მადლობა მაინც ვუთხრათ, მასაც და ვინც მას დაავალა, ორკესტრირებულ ქარ-ცეცხლში გაატარეს.
ამ კაცმა თითქმის ყველა რუკა საქართველოს არქივებში ამოიღო ან აქვე ბუკინისტურ მაღაზიებში შეიძინა. ასევე მოიძია რუკები ამერიკაში, გერმანიაში, რუსეთის როსრეესტრში (იქაურ იუსტიციის სახლში).
დავით ხიდაშელმა 2 წელში გააკეთა ის, რაც საქართველოს მთელმა უწყებებმა ვერ გააკეთა დამოუკიდებლობის დღიდან. თუ მიზანმიმართულ მავნებლობას ვერ იპოვით ჩვენი ჩინოვნიკების საქმიანობაში, არაკვალიფიციურობასთან ხომ გვაქვს საქმე?
დარწმუნებული ვარ ბოდიშს არავინ მოუხდის. ახალ სისულელეებს მოუგონებენ.
ბოლოს ირაკლი იმნაიშვილის კითხვა ვერ გავიგე, თქვენი რუკები მეზობლებთან პრობლემებს შექმნის და თუ გაქვთ გააზრებულიო? კაცმა გააკეთა, დრო დაკარგა, ხარჯები გასწია და დანარჩენზე სახელნწიფომ იფიქროს.
თქვენი არ ვიცი, ჩემგან მადლობა დავით ხიდაშელს და ამ საქმის ორგანიზატორსაც.
ახლა იქნებ დაინახოთ სხვაობა პოლიტიკოსებს შორის, ვინ ვინაა?!
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, დავით ხიდაშელი, სხვები – ამ ადამიანთა მონდომებით გვაქვს საქართველოს საზღვრების დასადგენი რუკები. ვიღაც “ქვების გროვას” ანიავებს, ვიღაც ქვებს აგროვებს.
P.S. დავწერე და მაინც ისმის კითხვები რუკების მასშტაბებთან დაკავშირებით. ხიდაშელმა კი აუხსნა, მაგრამ უფრო მარტივად, კიდევ ერთხელ დავწერ:
1:500000 – 1სმ=5კმ, 1მმ=500მ
1:200000 – 1სმ=2კმ, 1მმ=200მ” – წერს მანჩო გიორგობიანი.