სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თურქეთი მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავების მთავარი სპონსორია.
სომხეთის პრემიერის თქმით, საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება თურქეთის პატრონაჟის ქვეშ მოხდა.
„ახლა უკვე ცხადია, რომ თურქეთი ამ ომის მთავარი სპონსორია. საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება თურქეთის პატრონაჟის ქვეშ მოხდა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ თურქეთმა სირიიდან მთიან ყარაბაღში დაქირავებული მებრძოლები გადაისროლა.
„მთელი მსოფლიო საუბრობს ამაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ სირიიდან ტერორისტები მთიან ყარაბაღში გადაისროლეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.