ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი”-ს დამფუძნებელი, – დარეჯან ლიპარტელიანი, სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ლიდერის, – მამუკა ხაზარაძის პოსტს ეხმიანება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
“პირველად ვამბობ და მართლა გულწრფელად… ნაკლებად მაინტერესებს, ვის მოეწონება და ვის არა, ეს ჩემი ნააზრევი და ვისაც გეწყინებათ, კი იცით, რა უნდა ქნათ… დალიეთ ცივი წყალი და შეგერგებათ…
ყველა იმ ოპოზიციურ ძალას, ვინც ჩემთვის პირადად და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის, ძალადობასა და ფაშიზმთან ერთად ასოცირდება, – “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, გიორგი ვაშაძის “აღმაშენებელი” და სხვა 0%-იანი რეიტინგის მქონე, არაფრის მაქნისი, მყეფარპარტიები, ვისაც ოჯახის წევრების მეტი მხარდამჭერი, რეალურად რომ არ ჰყავთ, ნამდვილად მირჩევნია, “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოვიდეს პოლიტიკაში, თავის ღირსეულ გუნდთან ერთად და ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდეს… ისეთ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალად, რომლის მთავარი მიზანი, ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინება კი არა, ქვეყნის კეთილდღეობაში აქტიური მონაწილეობა იქნება… სწორედ ამ საქმესა და მიზანში, მას წარმატებას ვუსურვებ…
იქნებადა, მართლა მოხდეს სასწაული და ამ ჩემს ულამაზეს ქვეყანაში, დასრულდეს “ნაციონალური” ბოროტების ბოგინი!
მოკლედ, ასეთია რეალობა: დღეს, სამწუხაროდ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში, ერთ პოლიტიკურ ორგანიზმს წარმოადგენ, – “ნაციონალური მოძრაობა” + “ევროპული საქართველო” + გიორგი ვაშაძის “აღმაშენებელი” =ფაშისტურ ორგანიზაციას!
ძირს ნაციონალური მოძრაობა და გაუმარჯოს ჩვენს ლამაზ საქართველოს! “, წერს ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, ექიმების რეკომენდაციით, მამუკა ხაზარაძე გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.