არლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყანაში არეულობის მოწყობას ფიქრობს.
აღნიშნული კომენტარით ვოლსკი გამოეხმაურა თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციას.
„გამარჯვების აღსანიშნავ აქციას აანონსებენ. თუ გავითალისწინებთ იმას, რომ ფეიკკვლევების შედეგებს აქვეყნებენ, ასევე, კონკრეტული ორგანიზაცია მუშაობს, რათა მოიკვლიოს, რამდენად არის ხალხი მზად სისხლის დასაღვრელად და სახელმწიფო სტრუქტურების დასაკავებლად, ზუსტად მივხვდებით, რატომ არ უჭრეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს. ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყანაში არეულობის მოწყობას ფიქრობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები