ისანში, N75-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული. საარჩევნო უბნიდან ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი გამოაძევეს.
“დარღვევა შევნიშვნე, წინააღმდეგობა გავუწიე და ამის გამო გამომაძევეს, მაგიდები ისე იდგა, რომ დამკვირვებლებს არ გვეძლეოდა საშუალება, ჩვენი საქმე გაგვეკეთებინა და პროცესს დავკირვებოდით. გარდა ამისა, ორი დაწერილი საჩივარი გამიბათილეს.” – ამბობს “ტვ პირველთან” საუბარში დამკვირვებელი.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.