„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
„დღეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის სწრაფვა პროგრესისკენ, განვითარებისკენ, დასავლეთისკენ. დღეს გაიმარჯვებს საქართველო და ამაში ყველა ვართ დარწმუნებული. ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს. მოლოდინი არის დამაჯერებელი გამარჯვება, ჩვენ ამისთვის ყველანაირი რესურსი გვაქვს. მთავარია, რომ საზოგადოების სრული მობილიზაცია იყოს. კარგია, რომ უბნებზე მაღალი აქტივობაა, და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება. მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც ამისთვის ყველა ზომა მიიღო. არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართება. გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული პროვოკაციები შეიძლება დაიგეგმოს, თუმცა აქ არის სახელმწიფო, რომელიც ამის აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.