აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ის ბინაზე მკურნალობს.
„იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და თავს კარგად გრძნობს. კორონავირუსზე ტესტი პირველივე სიმპტომის შენიშნვისას გაიკეთა. კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა.იზოლაციაში არიან მინისტრის ოჯახის წევრები, რომლებსაც კორონავირუსი არ აქვთ. რაც შეეხება სამინისტროს, ყველა მკაცრად იცავს წესებს“, – განაცხადეს უწყებაში.
მინისტრის ინფიცირების წყარო უცნობია.
კომენტარები

