გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს, დევიდ მაკალისტერს, მარინა კალიურანდს, სვენ მიქსერსა და ვიოლა ფონ კრამონს, საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მადლობას უხდის. ამის შესახებ პრემიერი Twitter-ში წერს.
„გმადლობთ დევიდ მაკალისტერ, მარინა კალიურანდ, სვენ მიქსერ და ვიოლა ფონ კრამონ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების გამო. ხალხის ხმა საარჩევნო ყუთთან გაისმა და გამარჯვებული პარტია უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება მის სახალხო მანდატს“, – წერს გიორგი გახარია.
იქამდე, დევიდ მაკალისტერმა, მარინა კალიურანდმა, სვენ მიქსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ „ევროკავშირის ძირითად პარტნიორს, საქართველოს, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად არჩევნების პირველი ტურის წარმატებულად ორგანიზებას” ულოცავენ.