საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. მას კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა – ამის შესახებ მეზვრიშვილი ფეისბუქში წერს.
“კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, გადავედი თვითიზოლაციაში”.
თვითიზოლაციაში იმყოფება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც, კორონავირუსით ინფიცირებულ დაცვის თანამშრომელთან კონტაქტის გამო. კორონავირუსი დღეს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. თვითიზოლაციაშია ნათია თურნავაც.
კომენტარები

