საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ Report.ge-ს პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
,,როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები