„ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ის ოპოზიციის აქციას შეუერთდა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
„დღეს „ლელო” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიკრიბა იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ტყუილი, ერთხელ და სამუდამოდ ვერავინ გაბედოს თავისუფალი მოქალაქის ხმის წართმევა.
დღეს ჩვენ სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ, მაგრამ დღეს ყველაზე დიდი პარტია არის საქართველო. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ თითოეული პარტიის დონიდან და ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც გამუდმებით იბრძვის თავისუფლებისთვის“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს პარლამენტის წინ აქციით აპროტესტებს.
კომენტარები