განვიხილავ ყველა ვარიანტს, მინდა, ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს მიმართა.
„განვიხილავ ყველა ვარიანტს, მინდა, ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს და ეს არის საქარათველოს მოსახლეობის უმეტესობა, უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ერთად უდა ვიბრძოდეთ. ჩამოვალ და ვიღაცა გადაგვარჩენს ეს არ იმუშავეს. ჩამოვა და ვიღაც თავს შეწირავს, ეს იმუშავებს კი ბატონო და ამისთვისაც მზად ვარ. მაგრამ თუ გადარჩენა გვინდა, მაშინ ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ. ლოზუნგებს თავი დავანებოთ და ყველანი გადით ქუჩებში.
საქართველო გაბრწინდეს, კლავიატურაზე ბეჭდვა არაფერს არ გააბრწყინებს, ხელი გაანძრიეთ და გაბრწყინდება. ოპოზიციას აქვს ზუსტი გეგმა. არანაირი აღიარება არჩევნების, ხელახალი არჩევები, აკრძალვა ბიულეტენების საარჩევნო კომისიებიდან გატანის, რა თქმა უნდა, ამ საარჩევნო კომისიის გამოცვლა და მომავალში ელექტრონილი არჩევნები. საქრათველოში ერთხელ და სამუდამოდ თავისუფალი აღჩევნების ინსტიტიტი დამკვიდრდება. გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. მე ყველაფერს გავაკეთებ, ბოლომდე წმსვლელი ვარ. სიცოცხლის შემწირავი ვარ ამ საქმეზე. თუ გვინდა, რომ სიცოცხლე კიარ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი. მაშინ ჩამოვალ, როცა ქართველი ხალხი დამიძახებს და კიდევ ვიმეორებ, ყველა ჩემი მომხრე უნდა იყოს ამ მომენტისთვის მზად, რომელიც შესაძლოა, ძალიან სწრაფად დადგეს. კონკრეტულად რომელ აეროპორტში დადგება, ეს შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ. არაფერს ზედმეტს არ ვაბობ, არავის არაფერს არ ვპირდები, არაფერს ვაანონსებ, ყველაფერი ჩვენს ერთობლივ კოორდინაციაზეა დამოკიდებული. ჩემი გული და ცხოვრება თვქენ გეკუთვნით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.