ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო კორონავირუსის მკურნალობის მიზნით, საავადმყოფოებში ყოველდღიურად 100-200 ადგილს ამატებს.
“დღეის მდგომარეობით, საწოლფონდი არის 5 865, კლინიკებში წევს 5 319 პაციენტი, ტრიაჟშია 257 პაციენტი, თავისუფალია 227 ადგილი. დღის ბოლომდე კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და 5 952 საწოლი იქნება
ყოველდღიურ რეჟიმში ასიდან ორასამდე საწოლის დამატება და მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზნებისთვის და შესაბამისად, ჩვენ საღამოს ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად, 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად” – ამბობს ტიკარაძე.
კომენტარები

