მოსახლეობა ითხოვს იმ მანდატის გამოყენებას, რომელიც ჩვენ მოგვანიჭეს და არა პროცესების ქუჩაში გადატანას, რომელიც საბოლოო შედეგამდე ვერ მიგვიყვანს – თითოეულ ოჯახზე აისახოს ეკონომიკური კეთილდღეობა, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსთავში, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იყო საუბრები იმ გამოწვევებზე რაც ქალაქშია. კერძოდ, ეს არის ეკოლოგიური მდგომრეობის გაუმჯობესება და მრავალშვილიან ოჯახებთან დაკავშირებული სოციალური პრობლემები.
„მოსახლეობის მხრიდან იყო საუბრები იმ გამოწვევებზე, რომელიც ქალაქშია სწორედ ჩვენი ჩართულობით, ვგულისხმობ ოპოზიციასაც, გვეზრუნა, შევსულიყავით პარლამენტში და საპარლამენტო სივრცე გამოგვეყენებია. მოსახლეობის მოთხოვნაა რუსთავში ეკოლოგიური მდგომარობა გაუმჯობესდეს, რომელიც ნომერ პირველი პრობლემაა, ასევე გამოწვევად რჩება უმუშევრობა და დასაქმების პრობლემა, სოციალურ და ჯანდაცვითი პროგრამები, რომელიც ცვენ წარმატებით განვახორციელეთ, იქაც არის გარკვეულ მიმართულებებზე ხარვეზები. კერძოდ, პანდემიის პირობებში ძალიან უჭირთ მრავალშვილიან ოჯახებს მედიკამენტების თუ სხვა კუთხით. ეს ოჯახები უფრო მეტ დახმარებას საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან, რადგან პანდემიის ფონზე კიდევ უფრო არ გაუარესდეს მათი ეკონომიკური მდგომარეობა. ვფიქრობ, ამ საკითხებზე მუშობასა და ცვლილებებს ითხოვს მოსახლეობა. ითხოვენ იმ მანდატის გამოყენებას, რომელიც ჩვენ მოგვანიჭეს და არა პროცესების ქუჩაში გადატანას, რომელიც საბოლოო შედეგამდე ვერ მიგვიყვანს – თითოეულ ოჯახზე აისახოს ეკონომიკური კეთილდღეობა“, – განაცხადა ლაცაბიძემ.