სირიაში, ალეპოს რეგიონში, მეამბოხეებსა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის მასშტაბური შეტაკებები მიმდინარეობს.
გავრცეებული ინფორმაციით, მეამბოხეებმა ბრძოლების შედეგად ISIS-ს უკან დაახევინეს და ორ სოფელზე აღადგინეს კონტროლი.
ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების განცხადებით, ტერორისტებმა დასავლეთ რეგიონში სოფელი ალ-ზარა აიღეს და 19 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ასადის არმიამ კონტროლი აღადგინა ქალაქ დეი ეზ-ზორში მდებარე საავადმყოფოზე, რომელიც ISIS-მა 2 დღის წინ დაიკავა.
უფლებადამცველების ინფორმაციით, შტურმის შედეგად, სულ მცირე, 35 სამხედრო დაიღუპა.
კომენტარები