ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანას აშშ-სთვის მისაწოდებელი კალიუმის მარაგები არ აქვს.
„კალიუმის სხვა, დასავლური ბაზრებისთვის მიწოდება რომ გვნდომებოდა, უბრალოდ არ გვაქვს მოცულობები – ყველაფერზე გაფორმებულია კონტრაქტი“, – აღნიშნა ბელორუსის ლიდერმა.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ პრეზიდენტს აცნობეს, ბელარუსმა ზოგადად წარმატებით მოახერხა სავაჭრო ნაკადების აღმოსავლეთისკენ გადამისამართება. ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მიმდინარე მოლაპარაკებები ამერიკელებთან ამის ერთ-ერთი მაგალითია.
მანამდე ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოაცხადა ბელარუსული კალიუმის სასუქების შეერთებულ შტატებში მიწოდების შესახებ, თუმცა ადგილობრივი მედიის თანახმად, ბელარუსულ მხარეს არ შეუძლია ამერიკელებისთვის დიდი მოცულობით მიწოდება, რადგან წარმოებული პროდუქცია უკვე გაფორმებულია მიმდინარე წლის კონტრაქტით.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით მასშტაბურ გარიგებაზე მუშაობს, რომლის ფასი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება იმაზე, რასაც ამჟამად აშშ კანადას უხდის.
