უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ვიდრე მისი პარტია „ტისა“ ხელისუფლებაშია, ქვეყანაში უკრაინული ნავთობის საცავი არ აშენდება. მედიის ცნობით, ორშაბათს უნგრეთის პარლამენტმა განიხილა უკრაინულ „ნაფტოგაზსა“ და უნგრულ „მოლს“ (უნგრული ნავთობისა და გაზის საჯარო სააქციო საზოგადოება) შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის შეთანხმება უკრაინის სტრატეგიული ნავთობის რეზერვების უნგრეთში შესაძლო შენახვის შესახებ.
მედიის ცნობით, „მოლმა“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინის „ნაფტოგაზთან“ ორბანის მთავრობის დროს უკრაინული რესურსების უნგრეთში შენახვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამჟამინდელი მთავრობა მიუღებლად მიიჩნევს, რომ კომპანიამ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები მთავრობის თანხმობის გარეშე აწარმოა.
მადიარის განცხადებით, მან „მოლის“ თავმჯდომარე ჟოლტ ჰერნადის აცნობა, რომ კომპანიის ქმედებები მიუღებლად მიაჩნია და ვიდრე პარტია „ტისა“ ხელისუფლებაშია, ქვეყანაში უკრაინული ნავთობის საცავი არ აშენდება. „მოლის“ თქმით, ისინი ამჟამად მხოლოდ მოსამზადებელი პროცესის დასაწყისში არიან, რომელიც შეიძლება, წლები გაგრძელდეს და რომლის დროსაც ისინი უნგრეთში გაზის შენახვის ტექნიკურ, ფინანსურ და მარეგულირებელ პირობებს იკვლევენ.
