ფილიპინების პრეზიდენტმა საკუთარი თავი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. როგორც როდრიგო დუტერტემ განაცხადა, ის მზად არის, ნარკოდილერებს და ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს ისეთივე მეთოდებით გაუმკლავდეს, რა მეთოდებითაც ჰიტლერი ებრაელებს უმკლავდებოდა.
სკანდალური განცხადება ფილიპინების პრეზიდენტმა ქალაქ დავაოში გააკეთა, სადაც 22 წლის განმავლობაში მერად მუშაობდა. მისი თქმით, ის სიამოვნებით „დაასრულებინებდა სიცოცხლეს“ ფილიპინებში მცხოვრებ 3 მილიონ ნარკომანს, „მომავალი თაობების სიჯანსაღისთვის“.
„გერმანიას ჰიტლერი თუ ჰყავდა, ფილიპინებს მე ვყავარ“, – განაცხადა როდრიგო დუტერტემ.
კომენტარები