ატლანტიკაში ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იამაიკისკენ დაიძრა. ქარის სიჩქარე 260 კმ/სთ-ს აღწევს, რაც საკმარისია შენობის გასანადგურებლად.
სინოპტიკოსებმა ქარიშხალს მეხუთე კატეგორია მიანიჭეს – რაც შკალაზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
იამაიკის პრემიერმინისტრმა, ქარიშხლის გამო საგანგებო სხდომა მოიწვია. როგორც მოსალოდნელია, ქარიშხალი იამაიკას ორშაბათს გადაუვლის.
“იამაიკაში ხელისუფლება ქარიშხლისთვის სრულ მზადყოფნაშია”, – ციტირებს Reuters-ი პრემიერმინისტრის წარმომადგენელს
კომენტარები