თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.
მანამდე მან მერვედფინალში ვიპროსელ გიანის ანტონიუსი დაამარცხა, მეოთხედფინალში თურქი იბრაჰიმ თათაროღლუს სძლია, ნახევარფინალში კი რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა.
კომენტარები
